ნამახვანჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში იგეგმება. ის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიით ხორციელდება. ნამახვანჰესის მშენებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კუთხით. პროექტი დააკმაყოფილებს ქვეყანაში პიკური მოთხოვნილების 20%-ს და გაზრდის შიდა წლიურ გენერაციას 15% -ით.
ნამახვანის ჰესი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ პარიზის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეასრულებას, CO2–ის ემისიის შემცირებაზე, წელიწადში დაახლოებით 750,000 ტონით.
პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი თურქული კორპორაცია ENKA (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA სტამბოლის ბირჟაზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაცია 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ნამახვანის პროექტი იქნება მეორე წარმატებული პროექტი საქართველოში, რომელიც ENKA-მ განახორციელა. 2014-2019 წლებში კომპანია თავის მრავალწლიან პარტნიორთან, ამერიკულ Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში.