ნამახვანი

ნამახვანი

ნამახვანჰესის შესახებ

ნამახვანჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში იგეგმება. ის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიით ხორციელდება. ნამახვანჰესის მშენებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კუთხით. პროექტი დააკმაყოფილებს ქვეყანაში პიკური მოთხოვნილების 20%-ს და გაზრდის შიდა წლიურ გენერაციას 15% -ით.

ნამახვანის ჰესი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ პარიზის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეასრულებას, CO2–ის ემისიის შემცირებაზე, წელიწადში დაახლოებით 750,000 ტონით.

პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი თურქული კორპორაცია ENKA (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA სტამბოლის ბირჟაზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაცია 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნამახვანის პროექტი იქნება მეორე წარმატებული პროექტი საქართველოში, რომელიც ENKA-მ განახორციელა. 2014-2019 წლებში კომპანია თავის მრავალწლიან პარტნიორთან, ამერიკულ Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში.

ახალი ამბები

ENKA-ს სოციალური პროექტები
იანვარი 20, 2021

ENKA-ს სოციალური პროექტები

  ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში, ENKA-ს  განხორციელებული/მიმდინარე სოციალური პროექტები:     საბავშვო ბაღები/ სკოლები 2018 წელს რიონის ხეობის სკოლების საუკეთესო მოსწავლეებისთვის გაიცა სტიპენდიები. 2018 წელს ტვიშის საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი სრულად აღიჭურვა. 2019 წლის დეკემბერში პროექტის არეალის ყველა სკოლის (ოფურჩხეთის, ჟონეთის, დერჩის, ტვიშის და ორხვის სკოლებში) მოსწავლეს გადაეცა საახალწლო საჩუქრები.
დეკემბერი 24, 2020

გურამ საღარაძე – „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ ორიენტირებული იქნება მეწარმეობის ხელშეწყობაზე

„ნამახვანის“ ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-ს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია – „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ დაარსდა. რა მიზნებს ემსახურება ასოციაცია, ვინ იქნებიან მისი ბენეფიციარები და რა ფორმით მოხდება ადგილობრივი ბიზნესის დახმარება, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ENKA-ს თემის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გურამ საღარაძე ესაუბრა.