ნამახვანი

ნამახვანი

ENKA-ს შესახებ

1957 წლიდან ENKA საქმიანობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინჟინერია, დიზაინი, პროექტირება, მშენებლობა, შესყიდვები, ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება და პროექტების მენეჯმენტი. კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა ემსახუროს მდგრად განვითარებას ყველა სფეროში. ENKA-ს ჯგუფში შემავალი კომპანიები ოპერირებენ მსოფლიოს 46 ქვეყანაში, სადაც დასაქმებული ჰყავთ 20,000-ზე მეტი ადამიანი. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში (ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში), მრავალი მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.

ENKA-ს ყველა საქმიანობა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა დაფუძნებულია ბიზნესეთიკაზე, რომელიც ემყარება გამჭვირვალობას, მაღალ პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას. ამ მხრივ ENKA-მ აირჩია ეთიკური მენეჯმენტის მიდგომა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ასევე ადამიანის უფლებათა უნივერსალურ პრინციპებთან. კომპანია შედის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მდგრადობისა და ESG ინდექსებში, როგორებიცაა Dow Jones Sustainability Index-სა და FTSE4Good Index. ENKA ასევე არის გლობალური შეთანხმების ხელმომწერი და მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს გაეროს გლობალურ დღის წესრიგში, მდგრადი განვითარების სტრატეგიის მიმართულებით.

მდგრადობის ფარგლებში, კომპანია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ აქტივობას ახორციელებს პასუხისმგებლობით, ეფექტიანად და გამჭვირვალედ. საქმიანობიდან გამომდინარე, ENKA პასუხისმგებლობას იღებს, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას.