ნამახვანი

ნამახვანი

ნამახვანჰესის შესახებ

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება. 

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). ქვემო ნამახვანჰესის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ფართობი იქნება 5.1 კმ2 (შედარებისთვის, ენგურის ზედაპირის სარკის ფართობია – 13.1 კმ2; თბილისის წყალსაცავი – 11.6 კმ2; შაორის წყალსაცავი – 9.2 კმ2), ხოლო ზემო ნამახვანჰესის წყალსაცავის სარკე – 1 კმ2.

 

 

ნამახვანჰესის მნიშვნელობა და სარგებლიანობა პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა:

  • საქართველოს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა (პროექტი დააკმაყოფილებს ქვეყანაში პიკური მოთხოვნილების 20%-ს და გაზრდის შიდა წლიურ გენერაციას 15% -ით);
  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისტემის მოქნილობას (ობიექტების სიხშირის კონტროლი გააუმჯობესებს ქსელის სტაბილურობას და შეამცირებს სარეზერვო ობიექტების საჭიროებას, შეამცირებს სისტემის ხარჯებს და საშუალებას მისცემს ელექტროენერგიის პერიოდული წარმოების ისეთი წყაროების ეტაპობრივ დანერგვას, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია);
  • ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგია (ნამახვანჰესი ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ პარიზის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას, CO2–ის ემისიის შემცირებაზე, წელიწადში დაახლოებით 750,000 ტონით);
  • გადასახადის მნიშვნელოვანი გადამხდელი;

 

 

ადგილობრივი თემების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა:

  • დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა. თანამშრომლების შერჩევისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება;
  • პრაქტიკული და საკვალიფიკაციო კურსებით ადგილობრივი თანამშრომლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება ობიექტის მშენებლობის პროცესში;
  • სოციალურად მოწყვლად ჯგუფებსა და შშმ პირებზე პრიორიტეტის მინიჭება დასაქმების, ბიზნესის განვითარებისა და კომპენსაციის გაცემისას; 
  • სათემო ინვესტიციები და კეთილი ნების პროექტები;
  • ადგილობრივი შესყიდვების წახალისება;
  • კაშხლის მეშვეობით წყალდიდობის პროცესების კონტროლი/წყლის დონის რეგულირება. 
  • ახალი საქმიანობების გააქტიურება (ვაჭრობა, მომსახურება, ტრანსპორტირება, საკვების წარმოება და ა.შ.);
  • მაღალი სტანდარტებით ნამახვან – ალპანის საავტომობილო გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია  ხელს შეუწყობს ხეობაში უსაფრთხო გადაადგილებას.