ნამახვანი

ნამახვანი

საჩივრები

საჩივრის განხილვის პროცედურა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ეფექტიანად და მოკლე ვადაში მიმართონ კომპანიას შესაბამისი შეკითხვებითა თუ პრეტენზიით. ENKA-ს მიზანია რეაგირება მოახდინოს ყველა მიღებულ საჩივარზე, იქნება ის უსაფუძვლო თუ დასაბუთებული,  ხელმოწერილი თუ ანონიმური. ENKA პასუხისმგებელია საჩივრების მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, რასაც განახორციელებს ENMAR Construction– თან და სხვა ქვეკონტრაქტორებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე.

 

საჩივრის/პრეტენზიის მიღება ხდება:

  • ჟონეთის და ოფურჩხეთის ბანაკის ტერიტორიაზე.
  • მიწისა და სოციალური საკითხების ოფიცრებისთვის საჩივრის ვერბალურად მოხსენებით.
  • ENKA Renewables-ის ქუთაისის ოფისში (ნიუპორტის ქუჩა 19), ასევე კომპანიის მიერ რიონის ველზე განთავსებულ  საინფორმაციო ცენტრებში.
  • ტელეფონის ნომერზე: +995 591 451076.

 

სიტყვიერად მიღებული საჩივრები მიწის და სოციალური საკითხების ოფიცრების მიერ იქნება შევსებული და განთავსებული პროექტის საჩივრების ბაზაში. ინფორმაციის სრულად შეყვანის შემდეგ, ოფიცერი ამობეჭდავს საჩივარს და ხელმოსაწერად გადასცემს განმცხადებელს, რათა მან დაადასტუროს შევსებული საჩივრის შინაარსის სიზუსტე. საჩივრის ფორმა ყოველთვის უნდა იყოს წარდგენილი ბეჭდური ფორმით.