ნამახვანი

ნამახვანი

ნამახვანის პროექტის ინჟინერია

პროექტის ადრეულ ეტაპებზე ჩატარებულ კვლევებს შორისაა:

  • საბჭოთა პერიოდში ჩატარებული კვლევები;
  • „ჰიდროპროექტის“ მიერ (პოლონელი საერთაშორისო კონსულტანტის   დახმარებით) მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი;
  • Studio Pietrangeli S.r.l.-ის (იტალიური საერთაშორისო საექსპერტო ფირმა) მიერ შესრულებული საბაზისო პროექტი;
  • Temelsu Intl. Engineering (რომელიც არის თურქული საერთაშორისო საექსპერტო ფირმა) მიერ ჩატარებული კვლევები.   მანვე შეამოწმა და დახვეწა პროექტის დიზაინის ყველა პარამეტრი, მათ შორის, ხელახლა შეისწავლა სეისმური პარამეტრები;
  • ზემოაღნიშნული კვლევებისა და შესრულებული სამუშაოების ანალიზი, რომელიც ჩატარდა ინვესტორი კომპანიის საინჟინრო-საექსპერტო ფირმის Stucky Ltd.-სა (შვეიცარიული საერთაშორისო საექსპერტო ფირმა) და, ასევე, კომპანია Lahmeyer Engineering GmBH-ს  (გერმანული საერთაშორისო საექსპერტო ფირმა) მიერ.

შპს „ენკა რინიუებლზ“-მა განახორციელა შემდგომი ყოვლისმომცველი გამოკვლევები ადრე ჩატარებული კვლევების ყველა ასპექტთან მიმართებაში, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გეოლოგიას, ჰიდროგეოლოგიას, სეისმოლოგიას, მეწყრულ რისკებს, ჰიდროლოგიას, კაშხლის უსაფრთხოებას და მრავალ სხვა კვლევით საკითხებს, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტებთან და დიზაინერებთან ერთად.

ამავდროულად, ჩვენ მოვიწვიეთ დამატებითი ექსპერტ-კონსულტანტი სეისმოლოგი ბ-ნი ბერნარ ბლანკი, რომელიც გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი სეისმოლოგიის საკითხებში, რათა ჩაეტარებინა ჩვენი ახლანდელი პროექტის დამოუკიდებელი, ხელახალი შემოწმება და დაედო საექსპერტო დასკვნა. მისი დასკვნები დაემთხვევა Studio Pietrangeli- სა და Temelsu- ს წინა კვლევებს, რამაც დამატებით გაგვიმყარა აზრი პროექტირებისას გამოყენებული სეისმური პარამეტრების სიზუსტის შესახებ. ბატონი ბერნარ ბლანკის მიერ შესრულებული კვლევის საფუძველზე, შპს „ენკა რინიუებლზი“-მ კვლავ სთხოვა Stucky- ს (კაშხლების საპროექტო-საინჟინრო ავტორიტეტული შვეიცარიული ფირმა) დამატებითი კვლევების ჩატარება გეოლოგიისა და სეისმოლოგიის კუთხით, შესაბამისად საერთაშორისო სტანდარტებისა, ისეთისა, როგორიცაა „დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისია“ (ICOLD). კვლევის პროცესში გათვალისწინებული იყო ექსტრემალური სცენარები. აღნიშნული კვლევის საჯარო წარდგინება მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (GEDF) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე თბილისში 2020 წლის 19–20 ოქტომბერს. კონფერენციაზე მოწვეული იყო კაშხლების მშენებლობის ყველა ცნობილი ექსპერტი, მათ შორის უნივერსიტეტებიდან (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჰიდროელექტროსადგურების ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები და სხვა სპეციალისტები. წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კაშხალი იქნება რეგიონში.