ENKA-მ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბით მოღვაწეობს სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა ინჟინერია, მშენებლობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება და ვაჭრობა, აიღო ვალდებულება რათა მის ყველა ოპერაციაში ემსახუროს მდგრად განვითარებას.
ENKA– ს მიერ კორპორატიული მდგრადობის მიმართულებით შერჩეული მიდგომა ემყარება მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ყველა შიდა და გარე დაინტერესებული მხარის წინაშე. ENKA– ს მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელიც შემუშავდა დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური დიალოგის საფუძველზე, მუდმივად განახლების პროცესშია მდგრადი განვითარების დეპარტამენტის და ENKA– ს მდგრადი განვითარების კომიტეტის მიერ, რომელიც შედგება ორგანიზაციის სხვადასხვა შვილობილი კომპანიების და დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან. მოცემულ პროცესს ხელმძღვანელობს ENKA– ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც აგრეთვე არის მდგრადი კომიტეტის სპონსორი.
ENKA– ს მდგრადობის სტრატეგია, რომელიც შედგენილია ENKA– ს გავლენის სფეროებისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ემყარება შემდეგ ოთხ საფუძველს: