ნამახვანი

ნამახვანი

მდგრადობის პოლიტიკა

როგორც წამყვანი და გლობალური კომპანია, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს სტამბულში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის პროდუქტებს და მომსახურებებს ნებისმიერ საქმიანობაში, რომელსაც ვეწევით.

ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ ქვეყნების განვითარებასა და კეთილდღეობას, სადაც ჩვენ ვასრულებთ პროექტებს; ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს სანდოობას შრომის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ხარისხისა და ხარჯების ეფექტურობის პრიორიტიზირებით.

ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს ბიზნესს კორპორატიული მართვის მიდგომით, რომელიც არის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და ხელს უწყობს მდგრადი ზრდის ხედვას.

ჩვენ ვასაქმებთ ათასობით ადამიანს იმ ქვეყნებში სადაც ვმუშაობთ და ვეხმარებით ადგილობრივ ეკონომიკას. რეგიონული საჭიროებების დაკმაყოფილებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ ვაფასებთ დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას. ჩვენი ყოვლისმომცველი სტრატეგია ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების მოლოდინს, ამცირებს რისკებს და გვეხმარება ხანგრძლივი და მუდმივი ურთიერთობების დამყარებაში.

ყველა რეგიონში, სადაც ჩვენ ვაწარმოებთ სამუშაოებს, ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, ვეწინააღმდეგებით დისკრიმინაციის ყველა ფორმას, ხელს ვუწყობთ შესაძლებლობების თანასწორობას და ველით იგივეს ჩვენი პარტნიორებისაგან.

ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, რომლებიც არიან ჩვენი უპირველესი დაინტერესებული მხარეები, ჩვენ მათ უზრუნველვყოფთ სამართლიანი და თანამონაწილეობითი სამუშაო გარემოთი და ვდებთ ინვესტიციებს მათ განვითარებაში.

ჩვენ ვზომავთ და ვაფასებთ ჩვენი საქმიანობის ეკოლოგიურ და სოციალურ გავლენას. ჩვენ ვაუმჯობესებთ არსებულ პროცესებს, უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ზომებს და ვზრუნავთ ბუნებრივი რესურსების დაცვაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მომავალი თაობების განვითარებას ინვესტიციებით განათლებაში, სპორტში, ხელოვნებასა და კულტურაში.

ჩამოტვირთეთ ჩვენი მდგრადობის პოლიტიკა