განხორციელებული / მიმდინარე პროექტები რიონის ხეობის სამიზნე სოფლებში (ოფურჩხეთი, ჟონეთი, ნამახვანი, მამაწმინდა, ბეთქულა, დერჩი, ქვედა ონჭეიში, მოლეკულა, მექვენა, ვანისჭალა, ტვიში, ქორენიში, ორხვი, ლახეპა) კატეგორიების მიხედვით:
განხორციელებული/ მიმდინარე სოციალური პროექტები
საბავშვო ბაღები/ სკოლები
- 2018 წელს რიონის ხეობის სკოლის საუკეთესო მოსწავლეებისთვის გაიცა სტიპენდიები;
- 2018 წელს ტვიშის საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი სრულად აღიჭურვა;
- 2019 წლის დეკემბერში პროექტის არეალის ყველა სკოლის (ოფურჩხეთის, ჟონეთის, დერჩის, ტვიშის და ორხვის სკოლებში) მოსწავლეს გადაეცა საახალწლო საჩუქრები;
- 2019 წლის დეკემბერში პროექტის არეალის ყველა სკოლას გადაეცა საახალწლო დეკორაციები;
- 2019 წლის დეკემბერში ტვიშისა და ორხვის სკოლებში ჩატარდა საახალწლო ღონისძიებები;
- 2020 წლის ოქტომბერში ოფურჩხეთის, ჟონეთისა და დერჩის სკოლებს გადაეცათ ლეპტოპები;
- 2020 წლის ნოემბერში ჟონეთის სკოლაში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები;
- 2020 წელს სოფელ ოფურჩხეთში რესტავრირდა ბიბლიოთეკა, რომელიც აღიჭურვება წიგნებითა და ყველა საჭირო ინვესტარით;
დაუცველი ოჯახები - სოციალური დახმარება
- 2019 წლის ბოლოს რიონის ხეობის 13 სოფელში 420 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ძირითადი საკვები სოციალური პაკეტები;
- 2020 წლის აპრილის ბოლოს, კარანტინის პერიოდში რიონის ხეობის 13 სოფელში 420 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვების ძირითადი სოციალური პაკეტები გადაეცა;
- 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში რიონის ხეობის 10 სოფელში 250 დაუცველ ოჯახს საკვების ძირითადი სოციალური პაკეტები გადაეცათ;
- ვანისჭალაში მცხოვრები შშმ პირს გადაეცა ელექტრონული ეტლი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი ტრენინგები და დასაქმება;
სოფლის მეურნეობის / ეკონომიკური გაძლიერება
- 2018 წელს ჩატარდა ტრენინგები რიონის ხეობის მეფუტკრეებისთვის;
- 2020 წელს FAO– ს პროექტის ფარგლებში, კომპანიის თანადაფინანსებით, ღვინის წარმოების გრანტი ხუთმა ადგილობრივი მოსახლემ მიიღო;
- 2020 წელს სხვადასხვა გრანტის( GRETA, FAO და „აწარმოე საქართველოში“) მისაღებად რიონის ხეობის მოსახლეობას პროექტების შემუშავებაში დახმარება გაეწიათ; მიმდინარეობს შერჩევის პროცესი;
- დარეგისტრირდა რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს შეუწყობს ხელს.
- 2021 წლის იანვარში ENKA-სა და „რიონის ხეობის განვითარების ასოციაციის“, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რიონის ხეობაში მცხოვრები 22 მეფუტკრისგან 4250 კგ თაფლი შეიძინა, რომელიც ექსპორტზე გატანა უახლოეს მომავალში იგეგმება ყაზახეთში.
საზოგადოებრივი პროექტები
- 2018 წელს სოფელ ნამახვანის სიჩქარის ბალნების შეძენა;
- 2018 წლის ქვედა ონჭეიშში საცალფეხო ხიდის შეკეთება;
- 2018 წელს დერჩის ადგილობრივი გზის რეაბილიტაცია ჩატარდა.
- 2020 წელს სოფელ ჟონეთში წყალდიდობის შემდეგ, ტექნიკური დახმარება გაეწია სოფელს – შეკეთდა დაზიანებული მდინარის ნაპირის ბარიერი და გაიწმინდა ადგილობრივი გზა;
- 2021 წელს, სოფელ მამაწმინდაში შეკეთდა წყალმომარაგების სისტემია.
- 2021 წელს, სოფელ ზარათში შეკეთდა წყალმომარაგების სისტემა;